ვიდეო კონტენტის შექმნა მოიცავს კრეატიული, მაქსიმუმ 1 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოების წარმოებას, რომლებიც ოპტიმიზებულია მობილური მოწყობილობებისთვის. ვიყენებთ როგორც რეკლამებში, ასევე ორგანულად – TikTok-სა და Reels-ებში. სერვისი მოიცავს სრულ მართვას – კალენდარი, სცენარები, გადაღება, მონტაჟი, განთავსება და რეპორტინგი.
ვიდეო კონტენტი 1200%-ით მეტ ჩართულობას იძლევა, ვიდრე ტექსტი და სურათები. ეს ფორმატი ბრენდსა და აუდიტორიას შორის ემოციური კავშირის შექმნას უზრუნველყოფს.
ვიდეო კონტენტი განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქტების და სერვისების დემონსტრაციისთვის, რადგან ვიზუალური პრეზენტაცია მომხმარებელს ინფორმაციის აღქმას უადვილებს. ფორმატი იდეალურია ბინის, ოფისის, სტუდიოს, რესტორნის ან სხვა ფიზიკური სივრცის წარმოსაჩენად.