ციფრული რეკლამა (ედვერთაიზინგი)

ზოგადი ინფორმაცია

ციფრული რეკლამა არის მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ციფრულ პლატფორმებზე – Meta ან/და Google. სერვისი მოიცავს თქვენს მიზნებზე მორგებული სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებას, ყოველთვიური კამპანიების მართვასა და რეპორტინგს.

სერვისის ბენეფიტები

ციფრული რეკლამის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტი წვდომა, რადგან რეკლამას მხოლოდ იმ ადამიანებს ვაჩვენებთ, ვინც ნამდვილად დაინტერესდება თქვენი პროდუქტით. ეს პროცესი ბიუჯეტის ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს. ამასთან, სერვისი წინასწარი შედეგების განსაზღვრაშიც გვეხმარება და გვაძლევს ანალიტიკას კვირის და თვის ჭრილში.

როდის არის საჭირო?

ციფრული სარეკლამო სტრატეგია აუცილებელია ცნობადობის, გაყიდვების და ჩართულობის გაზრდის მიზნით, რადგან უზრუნველყოფს ზუსტი მიზნების მიღწევისათვის საჭირო ინსტრუმენტებს.